LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დის ყოლა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა – კვლევის შედეგები

4886
sibling-group-fca-scotland

და-ძმები საუკეთესო, თუმცა ზოგჯერ აუტანელი მეგობრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ,ზოგჯერ საერთო ენის გამონახვა ძალიან უჭირთ.

და-ძმებს კონფლიქტის მოგვარებაში დათმობაზე წასვლა და მშვიდი ტონით ლაპარაკი ეხმარებათ, მაგრამ ზოგჯერ მათ შორის უთანხმოება მეტისმეტად მწვავდება ხოლმე.

თუ ძმები დებს ვერ ეწყობიან, ფსიქოლოგები ურჩევენ მათ, რომ კარგად დაფიქრდნენ მიზეზებზე, რის გამოც ღირს მათთან საერთო ენის გამონახვა.

მეცნიერება ამტკიცებს, რომ როცა გყავთ და და მასთან ერთად იზრდებით, თქვენ უკეთესობისკენ ვითარდებით და ამასთან, გაქვთ უფრო სტაბილური ფსიქიკური ჯანმრთელობა.

დები ყოველთვის ინარჩუნებენ სტაბილურობას და ძმებთან შედარებით უკეთ მართავენ ემოციებს, მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ დისციპლინური ზომები, რაც ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ შეიძლება გააკონტროლონ საკუთარი ემოციური ფონი.

ულსტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ და შეიძლება დაეხმაროს ძმას საკუთარი ცხოვრების უკეთ წარმართვაშიც. მაგალითად, დამ შეიძლება მაგალითი მისცეს ძმას, თუ როგორ შეიძლება მოექცე ქალს პატივისცემით.

ასევე დადგინდა, რომ დებში, საშუალოდ, სიყვარულის თვისებებია, რაც ხელს უწყობს სოციალურ ქცევასა და უნარებს, როგორიცაა თანაგრძნობა, ალტრუიზმი და კონფლიქტების მოგვარება.

გამოკვლევით დადგინდა, რომ დები ძმებს თანაგრძნობას ასწავლიან, ხოლო ძმები სწავლობენ როგორ უნდა იყვნენ მზრუნველნი.

ასევე, დები ხელს უწყობენ კომუნიკაციას ოჯახში და დედმამიშვილებს შორის მყარ კავშირებს ამყარებენ.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ დების ზეგავლენა ოჯახში ფასდაუდებელია. სტრესულ სიტუაციებში დები ინარჩუნებენ გავლენას იმისთვის, რათა დაასტაბილურონ სიტუაცია.

რთულ პერიოდში დის არსებობა მხარდაჭერას ნიშნავს. ის ცდილობს დალაპარაკებას, საკუთარი გრძნობების გამოხატვასა და, ზოგადად ის არის იქ, მაშინ როცა გიჭირს.

”როგორც ჩანს, დები ხელს უწყობენ უფრო ღია კომუნიკაციისა და ჰარმონიის შენარჩუნებას ოჯახში და ძმებზე დადებით გავლენასაც ახდენენ. გრძნობების გამოხატვა და თანაგრძნობა ფუნდამენტურია ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვის,“– ამბობს წამყვანი მკვლევარი, ტონი კასიდი.

დები ასწავლიან დედმამიშვილებს თანაგრძნობასა და კონფლიქტების მოგვარებას. ისინი აუმჯობესებენ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითშეფასებასაც.

ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობდა 395 სხვადასხვა ოჯახი, სადაც დებიც ცხოვრობდნენ და ძმებიც. თითოეულ ოჯახს  10-დან 14 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი შვილი ჰყავდა.

გაირკვა, რომ დები ბავშვებში ხელს უწყობენ დადებითი სოციალური ქცევის ჩამოყალიბებას, ზნეობისა და ეთიკის უნარ-ჩვევების განვითარებას. ჩვეულებრივ, დედმამიშვილებზე აქვთ დადებითი გავლენა. კვლევაში ასევე აღინიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა და ასაკობივად დიდია თუ პატარა -მისი დადებითი გავლენა ყოველთვის იგრძნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები