LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში გაზმა გაჟონა – ყაზტრანსგაზ თბილისი

1479543008266034

თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსს დირსში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა. ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება დღეს  შუადღეს შევიდა. ადგილზე მისულმა ჯგუფმა კი გაზის გაჟონვა დააფიქსირა. კომპანიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდა. გაზის გაჟონვა, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულ მილს უკავშირდება.

“აღნიშნულ მისამართზე მისვლისას პირველ სართულზე სადარბაზოში, შეიგრძნობოდა გაზის სუნი. დეტალურად შემოწმდა გაზსადენი, სერვერის საშუალებით შემოწმდა ლიფტის და საკომუნიკაციო შახტები. საკომუნიკაციო შახტში სერვერმა დააფიქსირა გაზის გაჟონვა,”-ამბობენ კომპანიაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს. ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი აუცილებელია, გამკაცრდეს კონტროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები