LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს” – კულება

338
BeFunky-collage - 2023-07-04T003419.502

დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში სამშაბათს დილით დაიბარეს.

„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია პროტესტის გამოხატვაა.

მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება. რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციისთვის.

დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს”, – განაცხადა კულებამ.

„სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია.. ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის! – მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე“ – მიხეილ სააკაშვილი

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის.

ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

„სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან.. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო“ – არჩილ თალაკვაძე

ზარქუა: „პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო“

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს..“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა

„პაპუაშვილო, შემომხედე კარგად.. ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია ჩაყენებული“ – მიხეილ სააკაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები