LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dior-ის ყოფილ მოდელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

232

კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, უკრაინელი მოდელი და „დიორის“ ყოფილი სახე ნატალია კოშელი დაშავდა.

დაშავებულის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა დიმიტრი მისნიაკოვმა ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აღენიშნება სხვადასხვა სახის მოტეხილობა. მისნიაკოვის თქმით, ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

    

ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და რთულია რაიმეს პროგნოზირება. უკრაინული ტელეკომპანია „კანალ 24“-ის წყაროს ცნობით, აფეთქებისას ავტომობილში მოდელის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის 10%-ის დამწვრობა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები