LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“-ს სამონტაჟო ჯგუფის თანამშრომლები „მედიქლაბ ჯორჯია“-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ

213
ფორტუნა

კომპანია „დიო“-ს სამონტაჟო ჯგუფის თანამშრომლები „მედიქლაბ ჯორჯია“-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა შემდეგ საკითხებზე:

  1. გულ-ფილტვის რეანიმაცია;
  2. პირველადი დახმარება სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს (მოზრდილებში);
  3. სხვადასხვა სახის ჭრილობები, სისხლდენის ტიპები, სისხლდენის შეჩერება (ნახვევის წორად დადება)
  4. სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები, დამწვრობა – თერმული, ქიმიური;
  5. კიდურების იმობილიზაციის მეთოდები.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-სთვის თანამშრომლების ცოდნის, შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სრულყოფა, კვალიფიკაციის ამაღლება/გადამზადება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

სწორედ თანამშრომელთა საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები კომპანიაში, ისევე როგორც  კომპანიის გარეთ მუდმვივად ხორციელდება. „დიო“-ში ადამიანური რესურსების განვითარება კომპლექსური და სისტემატური პროცესია.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები