LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს: მწერებისაგან დამცავ „სლაიდურ ბადე“-ს სთავაზობს

541
ფორტუნა

25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „დიო“ აგრძელებს მომხმარებლების სიახლეებით განებივრებას და ექსკლუზიურ პროდუქტს – გერმანული წარმოების, თანამედროვე ტიპის, მწერებისგან დამცავ – „სლაიდურ ბადე“-ს სთავაზობს, რომელიც აივნის, ტერასის, ზამთრის ბაღისა თუ სხვა ნებისმიერი დიდი ზომის ღიობისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.

პროდუქტი გამოსაყენებლად ძალიან მარტივი და კომფორტულია, სეზონურად მოხსნა/დაყენებას არ საჭიროებს. დახვეწილი დიზაინითა და ექსპლოატაციის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებზე ზრუნვა და კმაყოფილება; მათ მოსაზრებებს, უკუკავშირს, სურვილებსა და საჭიროებებს მუდამ ვუსმენთ და ვიზიარებთ. მოგეხსენებათ, დიდ ვიტრაჟებიანი ბინები, სახლები და აგარაკები მეტად ტენდენციურია დღეს და ბაზარზე სწორედ ფართო ღიობზე მორგებული მწერებისაგან დამცავი ბადის მოთხოვნა გაჩნდა. ჩვენმა კომპანიამაც არ დააყოვნა და შეიმუშავა ახალი, სლაიდური ტიპის მწერებისაგან დამცავი ბადე, რომელიც იდეალურად ერგება სლაიდურ კარს:

  • სლაიდური ბადე სრიალებს სპეციალურ სასრიალო პროფილზე. ხელის მარტივი მოძრაობით ხდება გაღება-დახურვა;
  • სქელი ალუმინის პროფილისაგან შემდგარი ჩარჩო მის გამძლეობას უზრუნველყოფს;
  • ლამინირებული ძუისგან დამზადეული ბადე კი არ სკდება მზეზე და ხაგრძლივი ექსპლოატაციით გამოირჩევა.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ გაბედული ნაბიჯი გადავდგით და პირველად საქართველოში მოძრავი გადახურვის სისტემა – „პერგოლა“-ს ადგილობრივი წარმოებაც დავიწყეთ!

ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ყოველთვის თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტით, განსაკუთრებული მომსახურებით და მუდმივი სიახლით გავანებივროთ, ეს კი მომავალზე ორიენტირებული და საქმიანი ნაბიჯების გადადგმისკენ ყოველთვის გვიბიძგებს!“ -აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, მწერებისგან დამცავი – „სლაიდური ბადე“ კომპანია „დიო“-ს ხუთივე ფილიალში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში შეგიძლიათ შეუკვეთოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები