LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინოზავრის ჩონჩხი აუქციონზე 12 მილიონ დოლარად გაიყიდა

46
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_220513112821-02-christies-dinosaur-fossils-auction

მისი სახელია „ჰექტორი“ და ის 100 მილიონი წლისაა. Christie’s აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს დინოზავრის ჩონჩხი, რომელიც „იურული პერიოდის სამყაროს“ მთავარი ინსპირაცია გახდა. CNN-ის ინფორმაციით, ლოტში უცნობმა კოლექციონერმა 12 მილიონი დოლარი გადაიხადა.

არტეფაქტი 2013 წელს იპოვეს და დღემდე აღმოჩენილ სრულად შემონახულ სამ ჩონჩხთაგან ერთ-ერთი პირველია.

ლოტის საწყისი ღირებულება 4 მილიონი დოლარი იყო და Christie’s წარმომადგენლები მის 4-6 მილიონად გაყიდვას ვარაუდობდნენ. თუმცა, უნიკალური ჩონჩხის მოპოვების სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და საბოლოოდ ფასმა ლამის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენი 2 ჩონჩხი, რომელიც ასევე იდეალურ მდგომარეობაშია შენარჩუნებული, ამ დროისთვის მუზეუმებშია გამოფენილი და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები