LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოში ცვლილებებია, თუმცა მთავარი მწვრთნელი დარჩა

19

თბილისის ”დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ პრესკონფერენცია გამართა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კლუბში მომხდარი ცვლილებების შესახებ ამცნო. გუნდი დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა მიხეილ ხუციშვილს, ლევან ზუხბაიას და მიხეილ ჯიშკარიანს.
”დინამოს” სპორტულ მენეჯერად კი რომან ფიფიამ ლევან გაბრიჩიძე წარადგინა. ასევე ცნობილი გახდა, რომ გუნდი დატოვა სამმა ლეგიონერმა – მიკელ ალვარომ, მატია შპიჩიჩმა და მათიას კურიემ. ახალ წლამდე დედაქალაქურ გუნდში რჩებიან მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი და მეკარე ანტონი სკრიბე.

 

 

download

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები