LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოს კაპიტანი შტურმის ასაღებად მიდის: კიტეიშვილი ავსტრიაში გადავიდა

35

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ პირველ არხთან ექსკლუზიურად გაამხილა, რომ გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს.

“ბოლო დღეებში, კიტეიშვილთან დაკავშირებით არაერთმა კლუბმა მოგვმართა. მათ შორის იყო ფრანგული, უნგრული, ბულგარული და ბუნდესლიგის გუნდები. საბოლოოდ, ყველაზე რეალური ავსტრიული კლუბის წინადადება აღმოჩნდა. კიტეიშვილს სულ რაღაც ნახევარი საათს წინ ველაპარაკე და გადაწყდა, რომ ის გრაცის “შტურმში” გადავა და ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს” – ამბობს პირველ არხთან რომან ფიფია.

ოთარ კიტეიშვილი 22 წლისაა – შემტევი ნახევარმცველი რუსთაველია და 2014 წელს “მეტალურგში“ თამაშობდა. 2014 წელს მისი ტრანსფერი თბილისის „დინამომ“ გამოისყიდა, მაგრამ ნახევარი წლით „მეტალურგში“ იჯარით გაუშვა. 2015 წლიდან კიტეიშვილი „დინამოში“ თამაშობს და მისი კაპიტანიც გახდა. საქართველოს ნაკრებში ის 2017 წლიდან თამაშობს.

გრაცის “შტურმი” ქართველებისთვის უცხო კლუბი არაა. მისი ფორმით წლების წინ დავით მუჯირი თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. “შტურმში” ასევე გიორგი შაშიაშვილი ირიცხებოდა.

1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები