საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” ფიბა-ს ევროთასზე ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდები E ჯგუფის ერთერთ ფავორიტ “კლუჟ-ნაპოკას” ესტუმრნენ და ანგარიშით 74:97 წააგეს.
რუმინეთში გამართულ შეხვედრაში „დინამოელთა“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა გაჩეშა იყო , რომელმაც 14 ქულა 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
“დინამო” ჯგუფში ბოლო ადგილზეა. თბილისური კლუბი ევროთასზე დასკვნით მატჩს 6 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც თურქულ “ისთანბულს” უმასპინძლებს.