საკალათბურთო თბილისის „დინამო“ წლევანდელ სეზონში ფიბა-ს თასზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად დინამოელთა მეტოქეები გამოვლინდნენ.
საქართველოს ჩემპიონი E ქვეჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ბულგარული „ლუკოილ აკადემიკი“, რუმინული „კლუჟი“ და თურქული „ისტანბული“ ეყოლება.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. ირაკლი ხოშტარიას გუნდი პირველ მატჩს 18 ოქტომბერს, ბულგარეთში „ლუკოილ აკადემიკის“ წინააღმდეგ გამართავს.