ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთის კურორტები 12 თვიანი უნდა გახდეს.
მთის კურორტების განვითარების პერსპექტივაზე, მან პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ქუმსიშვილმა ასევე მთის კურორტების განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
„ეს არის ასევე, ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ. წელს ალბათ არის ისტორიული წელიწადი, როდესაც 9 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს ერთდროულად. აქამდე ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ვაშენებთ სვანეთში, ვაშენებთ ბაკურიანში და მიტარბში, ვაშენებთ გუდაურში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ. წელს ჩვენ ბაკურიანში გავხსენით საზაფხულო ციგა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვფიქრობთ, რომ მსგავსი საზაფხულო აქტივობებით დავტვირთავთ ყველა მთის კურორტს. მთის კურორტები უნდა გახდეს 12 თვიანი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც კონკრეტულ კურორტს გააჩნია“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.