რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.
როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მათ უკანონოდ არ ეძლევათ სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ კონსილიუმის წარმომადგენლებს სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.
„მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერია, მაინც მსურს ვთქვა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და პირდაპირი ეთერის მეშვეობით მივმართო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ზურაბ მოდებაძეს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ჩვენ უკანონოდ არ გვეძლევა სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე საუბარს ახლა მე არ ვაპირებ. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მამაცი, შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი. სწორედ ასეთებს ძალუძთ რეალურად გამარჯვება ნებისმიერ სიტუაციაში. რაიმე სხვა განსაკუთრებული განსახილველი თემები არ გვქონია. იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს, ასევე სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილს და ცენტრ „ემპათიას“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელებაზე“ , – განაცხადა საძაგლიშვილმა.