Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუს კოლეგას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუს კოლეგას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო

89

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუს კოლეგას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური   საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელორუსს შორის ტურიზმის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში არსებობს.

ქუმსიშვილის თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული არასახარბიელო მდგომარეობისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება და მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური ხელშეწყობა. ქუმსიშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობას საქართველოსა და პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც საქართველო შეასრულებს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ უმოკლეს სატრანსპორტო დერეფანში.

„ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ბელორუსს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ბელორუსი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ტურიზმის სფეროში. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2015 წელს 51%-ით არის გაზრდილი ბელორუსიდან ვიზიტორთა რიცხვი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ციფრები მუდმივად  გაიზრდება” –  აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიხაილ რუსისთან შეხვედრაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები