ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის საქმეებით პროკურატურა ისევ ინტერესდება. რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა.
საქმე ეხება დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის ქეისს, რომლებსაც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. [related_news id=”64743″ align=”left”]
ყოფილი მაღალჩინოსნები 2018 წელს პროკურატურამ გამოკითხა.
საუბარია 710 მილიონიანზე პროექტსა და იმ თანხაზე, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.