საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.
დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერის, ხოლო კახა კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს.