LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“

151

ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც 28 აპრილს მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

„თითქმის ყველა მეწარმეს შევხვდი და ვნახე, რომ მათ ნამდვილად აქვთ გაყიდვები. ამ ადამიანებს არაერთი სამუშაო ადგილი აქვთ შექმნილი თავისი ნიჭით, თავისი მონდომებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას, რადგან ის ძალიან წარმატებულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეწარმეებს, რომ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამეწარმეო მარკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოეწყო და მასში, ძირითადად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 436 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14.000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები