რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ინფორმაცია არ აქვს.
“არა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არანაირი ინფორმაცია არ არის”, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.