LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრი მედვედევი: რუსი მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლო ეზიზღებათ, მოღალატეები არიან და ქვეყანაში აღარასდროს უნდა შემოვუშვათ

173
Untitled design

„ადამიანები, რომლებსაც ისე სძულთ საკუთარი ქვეყანა, რომ მის დამარცხებასა და განადგურებაზე საუბრობენ, მოღალატეები არიან და საზოგადოების მტრებად უნდა ჩაითვალონ“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს და ოპოზიციურად განწყობილ რუსეთის მოქალაქეებზე საუბრობს.

როგორც დმიტრი მედვედევი აღნიშნავს, ეს ადამიანები რუსეთში აღარასდროს უნდა შეუშვან:

„ასეთი პირები სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ უნდა დაბრუნდნენ რუსეთში. ისინი მოწყვეტილნი უნდა იყვნენ ნებისმიერ წყაროს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობას მისცემთ.  ამორალური ვითარება, როდესაც მოღალატეები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დამარცხება სურთ და ამასთან რუსეთში დაბრუნება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – წერს მედვედევი.

დიმიტრი მედვედევი აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მოქალაქეების საძაგელი განცხადებების ფონზე რუსი სამხედროები იცავენ ქვეყანას იარაღით ხელში და საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ აყენებენ:

„ისევ ხელისუფლების გაუთავებელი ლანძღვა, უსწრაფესი დამარცხების სურვილი და ოცნებები დღევანდელი რუსეთის განადგურებაზე. ამაზრზენია ამის წაკითხვა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სისაძაგლეების ფონზე ჩვენი სამხედროები იცავენ ჩვენს ქვეყანას იარაღით ხელში“, – წერს მედვედევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები