რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს.
ამის შესახებ მედვედევი პირად „ტელეგრამ“ არხზე წერს.
ზელენსკი: უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს
მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს.
„ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს“, – წერს მედვედევი.