LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე სალომე ზურაბიშვილზე: თავის არჩევნებზე ვერ მოაგროვა ხმები და სხვას რას მოუგროვებს

155
BeFunky-collage (1)

ისინი საარჩევნო დაფაზე მხოლოდ პაიკებით თამაშობენ, რადგან დიდი ფიგურები მათ არ ჰყავთ. ახლა უნდათ, ვიღაც მოძებნონ შიგნით და ეს ვიღაცა არის ერთი – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპყრობილეშია, უფრო სწორად, ორ ოთახიან ლუქს პალატაშია და მეორეა პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაასაბუთა თავისი ქმედებით, რომ ის არ არის დამოუკიდებელი თავის ქმედებებში და ერთი კაბინეტიდან მართვის თანამონაწილეა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავის არჩევნებზე ვერ მოაგროვა ხმები და სხვას რას მოუგროვებს.

„ამ ორი ფიგურიდან [მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი], არჩევნებთან მიახლოების დროს უნდა წარმოაჩინონ, რომელს მისცენ უპირატესობა. თუ დღესვე შეაწყალებინებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც კარგად დისკრედიტებულია, აქვთ მოლოდინი, რომ საზოგადოებაში ის მაინც ვერ გაიყიდება. თუ ახლა შეაწყალებინეს ზურაბიშვილს, მაშინ პრეზიდენტიც არ გამოდგება. პრეზიდენტი, რომელიც სააკაშვილს შეიწყალებს, მასზე ეს სიმძიმე კიდევ უფრო მეტად ჩამოეკიდება. მას თავისი რეპუტაციული სიმძიმე ისედაც გააჩნია და არავითარი რესურსი არ აქვს. თავის არჩევნებზე ვერ მოაგროვა ხმები და სხვას რას მოუგროვებს. ამიტომ ახლა შერჩევა ხდება, შეაწყალებინონ და მიხეილ სააკაშვილი გახადონ ლიდერი, თუ სააკაშვილი დატოვონ მისი რეპუტაციის გადასარჩენად, რომ ის არ შეიწყალა და წამოწიონ სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. არ რაც უნდა ქნან, ზოგი წინ წამოწიონ და ზოგი გადამალონ სადმე, რაც არ უნდა დიდი ფული დახარჯონ პიარ კამპანიებში, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, საბოლოო განაჩენი ამ შემთხვევაში გამოაქვს საზოგადოებას, რომელიც მზადაა იმისთვის, რომ სწორი პოლიტიკური შეფასება გააკეთოს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები