Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დიმიტრი ხუნდაძე: „ხშირად, გარე დაფინანსებები ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება – შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა და ყველა სახელმწიფო გაწეულ დახმარებას საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე: „ხშირად, გარე დაფინანსებები ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება – შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა და ყველა სახელმწიფო გაწეულ დახმარებას საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს“

117
დიმიტრი ხუნდაძე

„აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელდა, რომ თითქოს, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო 6 მილიარდი დახმარება და ეს გაიმეორა USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც“.

ხუნდაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება:

„მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს.

პაპუაშვილი: „ათწლეულებია აშშ-ს ვაჩვენებთ, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად – ჩვენი მოლოდინია, რომ საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას“

მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, საქართველო უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს.

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას.

მაშინ, რატომღაც არ მახსოვს მე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, ის, რა განცხადებებიც დღეს კეთდება.

ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია, მტრობის სტიმულირებისთვის.

აქუბარდია „ოცნებას“: უმადურობაა, რასაც აშშ-სთან მიმართებით აკეთებთ – პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის“

საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს“. – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები