LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი გვრიტიშვილი: არ მგონია ჩვენი არჩევა რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყანას ევროინტეგრაციას

47
BeFunky-collage

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი და მოსამართლე ლევან მურუსიძის დაბრუნება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ უშლის.

აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს? – ახლა გეკითხებით, სად არის “კლანი”, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში? -დიმიტრი გვრიტიშვილი

“არაფორმალური გავლენის ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს… მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ ვართ წარმოდგენილი, 9 მოსამართლეა საბჭოში, თუ ვინმე ამ ჯგუფს აღიქვამს გავლენის ჯგუფად… არასერიოზული მგონია ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ორი მოსამართლე წევრის არჩევა 15-წევრიან საბჭოსი, თუნდაც ეს იყოს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყანას ევროინტეგრაციას…” – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები