LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი გორდონი: მრცხვენია იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის

404
დიმიტრი გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი, რომელიც 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით მორიგ კომენტარს აკეთებს.

როგორც გორდონმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილის დაპატიმრება უსამართლობაა და საზოგადოების ნაწილი ვერ ხედავს იმ საქმეებს, რომელიც მან ქვეყნისთვის გააკეთა.

“მიმაჩნია, რომ უსამართლობაა სააკაშვილის დაპატიმრება – პრეზიდენტის, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ამდენი გააკეთა და სიღარიბესა და კრიმინალში ჩაფლული ქვეყანა სამაგალითოდ აქცია. მინდა, რომ მალე გათავისუფლდეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

მე გამაბრაზა არა იმან, რომ საქართველოში არ შემიშვეს, არამედ გავბრაზდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავდახრილებმა შემატყობინეს და თვალს ვერ მისწორებდნენ, რადგან ეს მათთვისაც უხერხული იყო. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო, იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის.

იმედი მაქვს, სიკეთე ამჯერადაც გაიმარჯვებს. მე კიდევ ჩამოვალ საქართველოში და სააკაშვილი, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტი და რეფორმატორია, თავისუფალი იქნება.” – განაცხადა გორდონმა.

შეგახსენებთ, უკრაინელი ჟურნალისტი კიევიდან თბილისში 27 ოქტომბერს დილით გამოფრინდა, თუმცა მან ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა ვერ მიიღო.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ.” – დაწერა დიმიტრი გორდონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები