LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილის ყავის ეფექტი ნაწილობრივ პლაცებოა – პორტუგალიელი მეცნიერების ახალი კვლევა

128
beverage-breakfast-brewed-coffee-caffeine-scaled

პორტუგალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიფხიზლის შეგრძნება რომელსაც დილის ყავა იწვევს, დიდწილად შესაძლოა პლაცებო იყოს. ანუ ადამიანებს უბრალოდ სჯერათ, რომ ეს სასმელი აფხიზლებს და შესაბამისი ეფექტიც სწორედ ამ რწმენას უკავშირდება.

ნეიროფიზიოლოგებმა შეადარეს, თუ როგორ მოქმედებს ტვინზე დალეული ფინჯანი ყავა და პრეპარატი კოფეინი. კვლევაში იმ ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, ვინც დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც მიირთმევს ყავას. ცდისპირთა პირველმა ჯგუფმა ყავა დალია, მეორემ კი მიიღო ტაბლეტი, რომელშიც იმავე რაოდენობის კოფეინი იყო. მკვლევრები თავის ტვინის მუშაობის ცვლილებას მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს აღმოუჩინეს იმ ნაწილების გაზრდილი აქტივობა, რომელიც მეხსიერებასთანაა დაკავშირებული და შემცირებული აქტივობა აღინიშნებოდა ისეთ ნაწილებში, რომელიც ადამიანის დასვენებასა და საკუთარ თავში ჩაკეტვაზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს ვინც ყავა მიირთვა, გაუაქტიურდათ ის ზონები, რომელიც ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებას, ასევე გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. გარდა ამისა, ამ ჯგუფს ყურადღების კონცენტრაცია და გონებრივი შესაძლებლობებიც გაუუმჯობესდა.

სპეციალისტთა აზრით, ასეთი შედეგები ფსიქოლოგიურ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ყავის მიღებას ახლავს თან.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსგავსი ეფექტი უნდა ჰქონდეს უკოფეინო ყავასაც, თუკი ადამიანს მისი მირთმევის დროს სასმელში ფსიქოსტიმულატორის დეფიციტის შესახებ არ ეცოდინება.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Behavioral Neuroscience გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები