LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დილიდან უბნებზე მასობრივი კანონდარღვევები დაიწყო”

91
1121377897

„ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადა, რომ არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო უბნებზე პლანშეტის მეშვეობით არ ხდება იმის გადამოწმება, არიან თუ არა ამომრჩევლები აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულნი.

მათი მტკიცებით, ნაკადის მომწესრიგებელმა სიები უნდა შეამოწმოს.

ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემომრატების” წევრები ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

“დილიდან პირადად ვიყავი რამდენიმე უბანზე და ასევე, სხვადასხვა უბნებიდან მოგვდის ინფორმაცია, რომ საერთოდ არ იყენებენ პლანშეტებს, რათა გადამოწმდნენ უბანზე მისული ადამიანები. უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ. ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწევს”, –  განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები