LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკაპრიოსთან და უინსლეტთან ვახშამი ლოტის სახით გაიყიდება

88

„ტიტანიკის“ ვარსკვლავებთან, ლეონარდო დიკაპრიოსთან და ქეით უინსლეტთან ვახშამი აუქციონზე ლოტის სახით გაიყიდება. ამის შესახებ პორტალი People წერს.  აუქციონი სენ-ტროპეში 26 ივლისს ორგანიზაცია Leonardo DiCaprio Foundation-ის ორგანიზაცია გაიმართება. მყიდველს კი ვახშამი ნოემბერში ნიუ-იორკში ელოდება.

რაც შეეხება გალა-საღამოს, მასზე ლენი კრავიცი იმღერებს, ხოლო პარიზის მერი ან იდალგო სპეციალური პრემიით დაჯილდოვდება.

აუქციონი ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. მაგალითად, გასულ წელს მასზე 45 მილიონი მოგროვდა. საღამოს საპატიო სტუმრები ბონო, მერაია ქერი, ტობი მაგუაირი, ნაომი ქემპბელი, ბრედლი კუპერი და სხვა ვარსკვლავები იყვნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები