ეღირსა: დიკაპრიოს ეღირსა ნანატრი ”ოსკარი” – აი ფეხბურთში კი არიან დიკაპრიოზე არანაკლები სუპერვარსკვლავები, რომლებთაც თავიანთი ოსკარი ჯერ არ ღირსებიათ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
შვედმა გიგანტმა ოთხი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ”ბარსელონაში” ყოფნის დროსაც ვერ შეწვდა მთავარ ევროპულ თასს.
ლიონელ მესი
მსოფლიოს ყველა დროის უდიადეს მობურთალს ჯერაც არ აღუმართავს მსოფლიო თასი. მარადონა და პელე მესის ფეხბურთის ზევსის ტახტიდან ალბათ ირონიით უცქერენ.
ჩავი
გენიალური გამთამაშებელი უკვე ვეღარ იბრძოლებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის: არადა, ”ოქროს ბურთის” მოგება სამჯერ შეეძლო.
სტივენ ჯერარდი
”ლივერპულის” მაისურით მერსისაიდელთა ლეგენდა აწი ვერაფერს მოიგებს, პრინციპში ვერც სხვაგან, სტივენჯი ზაფხულში კარიერას ასრულებს.
კრიშტიანო რონალდო
სამი მცდელობა, ერთი წაგებული ფინალი საბერძნეთთან და ზერო შედეგად – მისი პორტუგალია კი სულ უფრო სუსტდება. აი პარტნიორები რომ კრიშტიანოსავით თამაშობდნენ…
უეინ რუნი
ინგლისში თითქმის ყველაფერი მოიგო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ”მანჩესტერში” იდეალურ კოლექციას ნაღდად ვერ შექმნის.
ფრანკ რიბერი
ფრანგის მაგალითზე ცხადი გახდა, რომ ყველა ტურნირის მოგება ”ოქროს ბურთისთვის” საკმარისი სულაც არ არის.