დიღმის მასივში ყვითელი ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.
#46 ავტობუსის მძღოლი ბასრი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჭრილობა მსუბუქია და მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.
ფოტო: primetime.ge