LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

50506399_794764880891306_6633210103975641088_n22

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ.

გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე ქაშუეთის ეკლესიაში გუშინ გადაასვენეს. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდარი აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი გამოძიების ფარგლებში დააკავა. დაკავებულების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები