დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
“ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10.
მერიის ცნობით, ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელია.
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახური და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს,”- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, 6 ბავშვი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.