ამ წუთებში, დიღმის მასივში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
სავარაუდოდ კი, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ბოლო პერიოდში, სპეცოპერაცია ჩატარდა ქავთარაძის ქუჩაზე. მაშინ რუსეთის მოქალაქე ბოკოვი დააკავეს, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის განზრახვასთან.
ორი დღის წინ ასევე ჩხრეკა ჩატარდა მოსკოვის გამზირზე, თუმცა სუსში მაშინ თქვეს, რომ ეს ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა.
ვერსიები ბურუსით მოცული საქმის გარშემო: რატომ იმყოფებოდა პანკისის ხეობაში ბოკოვი, რომელიც გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა