დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია, – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს და ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღები, ორი დანა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.