LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის მასივი დღეს! – მანქანები ისევ შავ კვამლს უშვებენ [ფოტოები]

439
page

“ფეისბუქ” გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ტრაილერი “ბოლავს”.

ფოტო ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა გადაიღო, თუმცა ავტომობილის ნომრის დაფიქსირება ვერ მოასწრო.

კომენტარებში წერენ, რომ ტოქსიკურ ქალაქში ვცხოვრობთ და ეს “წარმატებული ტექდათვალიერების რეფორმის” შედეგია.

“დიღმის მასივი დღეს !

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქმე გააკეთეთ რამე?!” – წერს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს”.

შეგახსენებთ, საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ეტაპობრივად ამოქმედდა. ეტაპები უკვე ამოწურულია და ამ დროისთვის ყველა ტიპის ავტომობილს შემოწმება გავლილი უნდა ჰქონდეს.

იმ მანქანის მძღოლებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლია, ხვალიდან „ჭკვიანი“ კამერა დააჯარიმებს

რეფორმის გატარების მიუხედავად, მის წარუმატებლობაზე ბევრს საუბრობენ. მძღოლებმა მიაგნეს ხერხებს, თუ როგორ აარიდონ თავი შემოწმებას.

ნახეთ ასევე: ინსპექტირების სფეროში ჩატარებული რეფორმა – სკანდალური ბრალდებები და პასუხები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები