რა შეიძლება მივირთვათ საღამოს ისე, რომ დავნაყრდეთ, თუმცა ზიანი არ მივაყენოთ საკუთარ ფიგურას? – საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა, რომელიც დიდი ხანია არ კარგავს აქტუალურობას.
გთავაზობთ სასარგებლო ვახშმის რამდენიმე მარტივ ვარიანტს:
* ქათმის ხორცი
გვიანი ვახშმის სასარგებლო პროდუქტის ნუსხაში ლიდერობას რა თქმა უნდა, ქათმის ხორცი ინარჩუნებს, რომელიც არ შეიცავს ცხიმს, სამაგიეროდ იმდენად მდიდარია ცილებით, რომ სწრაფად შეუძლია დანაყრება. გემრიელი ვახშმის მისართმევათ შეანელეთ ქათმის ხორცი იოგურტით, მშრალი ტარხუნით და შავი წიწაკით, შეწვით გაცხელებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე, დაუმატეთ სრულმარცვლოვანი პურის ერთი ნაჭერი, რამდენიმე პომიდორი და უგემრიელესი ვახშამიც მზადაა.
* ნიახური
ნიახური – პროდუქტი „უარყოფითი“ კალორიულობით იდეალური კანდიდატია გვიანი ვახშმისთვის, რადგან ჭარბი კილოგრამებისგანაც დაგიცავთ და ორგანიზმსაც მოამარაგებს სასარგებლო მიკროელემენტებითაც. დაჭერით ნიახური, შეწვით ცოტა ზეითუნის ზეთში და თავად დარწმუნდებით, რომ ასე მომზადებული ბოსტნეული ძალიან ჰგავს შემწვარ კარტოფილს.
* ვაშლი
მშვენიერი საღამოს დესერტის მირთმევა შეგიძლიათ, თუ ორ ნაწილად გაჭრილი ვაშლის გულში ცოტა ნაღების კარაქს მოათავსებთ და თაფლს გადაუსვამთ, მერე დარიჩინს, დაფშვნილ თხილს მოაყრით და რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში გააჩერებთ.
* შვრიის ფაფა
მართალია, შვრიის ფაფა დიეტური ვახშმის ტრადიციული კერძია, თუმცა სულაც არაა აუცილებელი იყოს ის ნეიტრალური. დაუმატეთ მომზადებულ ფანტელს კენკრა, რამდენიმე კოვზ იოგურტში არეული ქოქოსის რძე და თაფლი. გემრიელი დანამატი არა მხოლოდ შიმშილის, არამედ ზედმეტი ტკბილის მირთმევის სურვილსაც გაგიქრობთ. .