LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტოლოგმა დაასახელა 5 ჩვევა, რომელიც წონის კლებას ხელს უშლის

39
Captur4e

წონაში ჯანსაღად კლება, შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყოს, რამეთუ ყველა ადამიანს ინდივიდუალური მოთხოვნილებები აქვს. ამასთან, არ არსებობს ერთი ჯადოსნური წესი, რომელიც მიზნის მიღწევას ამარტივებს. სასურველი წონის მიღება ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი გზა, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში პატარ-პატარა ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
ზოგჯერ კი ზოგიერთმა კვებითმა ჩვევამ შესაძლოა წონის კლება შეაფერხოს.

1. ზედმეტად ბევრი ჯანსაღი საკვები

კალორიების თვლა მაშინაც მნიშვნელოვანია, როცა თქვენი რაციონი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტისგან შედგება. ფიგურისთვის დიდი რაოდენობით ჯანსაღი საკვებიც შესაძლოა ძალიან საზიანო იყოს. ამიტომ პორციები მაქსიმალურად გააკონტროლეთ.

2. საკმარისი რაოდენობით ცილებს არ იღებთ

დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით ცილის მიღება ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ამასთან, ცილა მნიშვნელოვანია წონის კლების პროცესშიც, რამეთუ ნახშირწყლების მიღების სურვილს ამცირებს.

3. იქნებ ზედმეტ ზეთს იყენებთ?

ზეთის სახეობა და ის თუ რა რაოდენობით იყენებთ მას, წონის კლების პროცესზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ზეთი კერძს ბევრად უფრო კალორიულს ხდის, ამიტომ შეამცირეთ მისი მოხმარება, ანდაც საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან თუკი ასეთი შესაძლებლობა არსებობს.

4. საყვარელ სნექებზე მკაცრი უარის თქმა

დიეტოლოგთა აზრით, საყვარელი ტკბილეულისა თუ სნექების მცირე რაოდენობით მიღება დაშვებულია. მაგალითად, ნუ მიირთმევთ მთელ შეფუთვა ჩიფს და სურვილი მცირე პორციით დაიკმაყოფილეთ.

5. არაჯანსაღი დანამატები

ზოგჯერ კერძის გასაგემრიელებლად მრავალფეროვან დანამატებს ვიყენებთ, ეს კი წონის კლების პროცესში დიდი შეცდომაა. მაგალითად, დილის ბლინებისთვის ტკბილი სოუსი დამატებით შაქარს და შესაბამისად მეტ კალორიას ნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები