LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 7,5 მილიონ ლარიზე მეტი დაიხარჯება

67

დიდუბის რაიონში წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და კეთილმოწყობის ღონისძიებებზე 7 535 300 ლარი დაიხარჯება.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით თანადაფინანსებული პროექტები 3 350 000 ლარით დაფინანსდება.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის კი 2016 წლის დიდუბის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 945 400 ლარი, რომელიც 5 სხვადასხვა სახის პროგრამის განხორციელებას გულისხმობს.

სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებისთვის რაიონის ბიუჯეტში გამოყოფილია 100 000 ლარი.

როგორც მერიაში აცხადებენ, დიდუბის რაიონში განსახორციელებელი ყველა პროექტი შესრულდება რაიონში შემუშავებული ინოვაციური პროექტების „გეო ინფორმაციული სისტემებისა“ და monitoring.org.ge-ს მეშვეობით.

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებსა და დიდუბის მოსახლეობას გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტი დღეს წარუდგინა. 2016 წლისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი 15 902 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები