დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, კუნძული 4 მეტრით შემცირდება და პროექტის მიხედვით, ოვალის ფორმას მიიღებს. ქვაფენილის ნაცვლად, რომლიც დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს განახორციელებს.
“ამ ეტაპზე ბორდიურების მოხსნისათვის და გამწვანების სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია დიდუბის მეტროსთან, წერეთლის გამზირზე ავტომობილების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და საცობების შემცირება,”- განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „აღმაშენებელი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.