თბილისში, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზე 2.6 მლნ ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 693 232 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების შესრულების ვადად, წერილობითი დავალების მიცემიდან, 6 თვეა განსაზღვრული.