დიდუბის რაიონში ოთხ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო ევდოშვილის 2/10-ში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 31-ე და 32-ე კორპუსებთან, ასევე მე-5 კვარტლის 5ა კორპუსთან, ჯამში მთლიანი მოცულობაც 4800 კვადრატულ მეტრია.
დამატებით, აღნიშნულ მისამართებზე ბორდიურებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია განხორციელდა.
ევდოშვილის 2/10-ში, გზის საფარის მოწყობამდე, წყალსადენ-კანალიზაციის დაზიანებული ქსელები ახლით შეიცვალა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდა.
პარალელურად, ამ მომენტისათვის ასფალტის დაგება მიმდინარეობს აბასთუმნის ქუჩასა და დიღმის მასივის მე-2 კვარტალში.
2015 წლიდან დღემდე დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 65 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდა. საერთო ჯამში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 71 მისამართზე განხორციელდა.