დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დრომდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 6 ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა, ხანძრის ლოკალიზების მიზნით, უკვე სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, იწვის ავეჯის მასალების საწყობი.