აჭარის მაღალმთიან სოფლებში უხვი ნალექის შედეგად შიდა და ცენტრალურ გზებზე პრობლემები შეიქმნა.
მოსახლეობის თქმით, სოფლებთან მისასვლელი გზები თოვლის საფარითაა დაფარული და გადაადგილება უჭირთ.
ადგილობრივები გზების დროულად გაწმენდას ითხოვენ.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები ინტენსიურად იწმინდება.
“მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჭიმში მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა.
ამ ეტაპზე ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.
თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70-80 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში 1 მეტრს აღწევს”, – აცხადებენ უწყებაში.