LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდხანს მინდოდა საქართველოზე სიმღერის ჩაწერა, რადგან უცხოეთში ადამიანი ბევრად უფრო მწვავედ განიცდის სამშობლოს მონატრებას” – გიგა კვენეტაძე პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

4
gigakvenetadze

12 ნოემბერს „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ მუსიკოსი გიგა კვენეტაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის „ჰერი, ჰერი“ პრემიერით.

– გიგა, როგორც ყველა დანარჩენი ახალი ნამუშევარიც საავტორო სიმღერაა. საინტერესოა, ვინ იმუშავა კლიპის გადაღებაზე?

– დიდხანს მინდოდა საქართველოზე სიმღერის ჩაწერა, რადგან უცხოეთში ადამიანი ბევრად უფრო მწვავედ განიცდის სამშობლოს მონატრებას. სწორედ ნოსტალგიამ შთამაგონა ჯერ ტექსტის და მუსიკის დაწერა, მერე კლიპის გადაღება. თუმცა, სიმღერას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ათასობით ემიგრანტს ვუძღვნი, ვისაც ძალიან ენატრება თავისი სამშობლო.

– რამდენად რთული იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?

– საქართველოში უფრო გაუჭირდათ შემოქმედებს, ვიდრე რუსეთში, რადგან აქ მხოლოდ ერთი თვით გამოცხადდა იზოლაცია და მაშინაც დიდი ამბავი ატყდა, თქვენ კი, ძალიან დიდხანს მოგიწიათ შეზღუდვების გაძლება. მოსკოვში დღესაც აქტიურად იმართება კონცერტები და კორპორატიული საღამოები.

– ძალიან ბევრს მუშაობ სხვა შემსრულებლებისთვის, მათ შორის ქეთა თოფურიასთვის,

– გეთანხმები, მართლაც უამრავი ახალი პროექტი მაქვს. სხვათა შორის, მალე А’Студио ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელშიც ჩემი ორი სიმღერაც შევიდა. საერთო ჯამში კი, ალბათ ჩვენი ერთობლივი ნამუშევრების მთელი ალბომი გამოვა.

– არასდროს გიფიქრია შენივე ძველი სიმღერების ახალი ვერსიით ჩაწერა?

– მსგავსი მცდელობა უკვე მქონდა, როცა 20 წლის წინ თამთა ასთიანისთვის დაწერილი „მე სიყვარული მწვავს“ ჩავწერე ახალი ვერსიით და თვითონ შევასრულე. ნოდიკო ტატიშვილმა  ჩემი ძველი სიმღერა „გულს“ ჩაწერა საკუთარი ვერსიით, დუეტმა „ლეონი“ კი, კომპოზიცია „მე ვარ სიყვარულით სავსე“ შეასრულა საკუთარი ინტერპრეტაციით.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– მე და ქეთა თოფურია ახალ პროექტზე ვმუშაობთ, თუმცა ამჯერად პროდიუსერობას გავუწევთ ახალგაზრდა, ჯერ ნაკლებად ცნობილ შემსრულებელს. მართალია, თვითონ მომღერალი წარმოშობით ქართველია, მაგრამ მისი რეპერტუარი რუსულ და ევროპულ ბაზარზე უფროა გათვლილი. გარდა ამისა, საავტორო საღამოზე ვმუშაობ, რომლის გამართვას რამდენიმე თვეში ვგეგმავ მოსკოვში. მეტად მასშტაბური კონცერტი მაქვს ჩაფიქრებული, რომელშიც ყველა ჩემი ცნობილი მეგობარი მიიღებს მონაწილეობას.

– საქართველოში ხომ აპირებ ჩამოსვლას?

– ძალიან მინდოდა საქართველოში ერთგვარი შერეული კონცერტის მოწყობა, რომელშიც ქართველი და რუსი მომღერლები მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ისევ პანდემიამ შემიშალა ხელი.

გიგა კვენეტაძე – ჰერი ჰერი საქართველო

გადაცემის ადიოჩანაწერი

გიგა კვენეტაძე. ვიდეო კოლაჟი

გიგა კვენეტაძე – ჰერი-ჰერი საქართველო/Heri-Heri Georgia

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები