LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდხანს ეყოლე შენს ოჯახს და მერე ყველა ნიჭიერ ქართველს, რადგან ყველას ძალიან გვჭირდები!!!“ – მარინა ბერიძე იუბილარია: ნიკოლოზ რაჭველი მუსიკოსს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

263
fot (4)

მარინა ბერიძე იუბილარია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი წერს და მუსიკოსს იუბილეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

„ბევრი რამ განსაზღვრა მარინამ ჩემს ცხოვრებაში, რომ არა ის, ალბათ ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნებოდა, გაცილებით უფერულად, უინტერესოდ…

მარინა თავისი ამაგით და გვერდში დგომით იყო მაშინ როდესაც ვიყავი სულ პატარა, დამწყები მუსიკოსი, იყო მაშინაც როდესაც სასწავლებლად მივდიოდი ვენაში, მარინა იყო ვინც ჩამომიყვანა და 20 წლის ბიჭს ჩამაბარა ნანის ვარსკვლავის გახსნის მუსიკალური ხელმძღვანელობა (წარმოიდგინეთ როგორ რისკავდა და გარშემო მაინც ყველა დააჯერა, უპირველესად თავად ნანი…), მარინამ შეთავაზა გია ყანჩელს მისი მუსიკის ახლებური ვერსიები რომ გამეორკესტრებინა ნატო მეტონიძისთვის, მაშინ 22 წლის ვიყავი, გია ყანჩელი მას ენდო და ამ ნდობით მოტივირებულებს გამოგვივიდა ისტორიული პროექტი ჯერ ალბომის სახით, შემდგომ ოპერაში დაუვიწყარი დადგმით, მე კი სამუდამოდ გავხდი დიდი კომპოზიტორის უმცროსი და ახლო მეგობარი… მარინა გვერდით იყო მაშინ, როდესაც ორკესტრს ჩავუდექი სათავეში, როდესაც სიმფონიური მუსიკის სეზონები აღვადგინეთ, მარინა იყო მაშინ როდესაც სატელევიზიო სასიმღერო პროექტების გზით (ჯეოსტარი, საქართველოს ვარსკვლავი) მომავალი თაობების გემოვნების გამოკეთებისთვის ზრუნვა დავიწყეთ, მაშინაც როდესაც სარისკო ვერსიებით ქეთო და კოტე დავდგით, ვერის უბანი დავდგით

მარინა არის ახლაც, უკვე ჩემი უახლოესი მეგობარი სრულიად წაშლილი თაობრივი ზღვარით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია მარინა თავისი ამაგით და თანადგომით დღეს ზუსტად ისევეა ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების გვერდში, როგორც იყო ჩემ ცხოვრებაში, უძლიერებს თითოეულ მათგანს თვითრწმენას და აწვდის უმნიშვნელოვანეს შემოქმედებით იდეებს!

და ერთ რამესაც ვიტყვი: იმხელა მადლიერებას დავატარებ ვერც ერთი წინადადება რომ ვერ გადმოსცემს ამ გრძნობის სიძლიერეს!
დაბადების დღეს გილოცავ!!! ??♥️

დიდხანს ეყოლე შენს ოჯახს და მერე ყველა ნიჭიერ ქართველს, რადგან ყველას, ყველას ძალიან გვჭირდები!!!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები