გადაჭარბებული ან მცირე დროით ძილი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე და შესაძლოა ნაადრევი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამას კვლევები ადასტურებს, რომელიც 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 116 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეში 8-9 საათი სძინავთ, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 5%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც 6-8 საათი სძინავს.
ადამიანებს, რომელთაც 9-10 საათი სძინავთ, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი 17%-ით ეზრდებათ. ვისაც 10 საათზე მეტი სძინავს, რისკი 41%-ს აღწევს.
რაც შეეხება ძილის ნაკლებობას, მათ ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავს 9%-ით ეზრდებათ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი.