რაული, ნეიმარი, პეპი… შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს და სხვა ვარსკვლავები ბურთის მიმწოდებელი ბიჭები იყვნენ. ამის დამადასტურებელი საარქივო ფოტოებია.
ბავშვობაში ისინი ბურთებს აწვდიდნენ ფეხბურთელებს გვერდითა ხაზიდან, კუმირებს მოედანზე მიყვებოდნენ, თხოვდნენ მაისურებს და ერთობლივ ფოტოებს. ახლა კი მათ აქეთ დასდევენ.
ბრაიმ დიასი
13 წლის. ისკოს და კასორლას ბურთს აწვდიდა „მალაგას“ თამაშისას.
19 წლის. „მანჩესტერ სიტიდან“ „რეალში“ გადავიდა 17.3 მლნ ევროდ.
კოკე
10 წლის. „ატლეტიკოში“ თანაკლუბელებთან ერთად ფოტო გადაიღო 18 წლის ფერნანდო ტორესთან.
27 წლის. „ატლეტიკოს“ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.
ალვარო მორატა
12 წლის. „ატლეტიკოს“ მატჩებზე ბურთს აწვდიდა. მაისურს თხოვდა „ესპანიოლის“ მეკარე კამენის.
26 წლის. „ჩელსის“ ფეხბურთელი, თუმცა უკვე ალბათ აღარ. თამაშობდა „რეალსა“ და „იუვენტუსში“ და ორივესთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიუღწევია.
დანიელ კარვახალი
12 წლის. დი სტეფანოსთან ერთად პირველი ქვა ჩადო „რეალის“ ახალი საწვრთნელი ბაზის მშენებლობაში.
27 წლის. „რეალის“ მცველი, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ანდრეს დალესანდრო
14 წლის. ფოტო გადაიღო ურუგვაული ფეხბურთის ლეგენდასთან ენცო ფრანჩესკოლისთან.
37 წლის. დღემდე თამაშობს „ინტერნასიონალში“. ფოტო გადაიღო ურუგვაული ფეხბურთის ლეგენდასთან ენცო ფრანჩესკოლისთან.
რაული
13 წლის. მოხვდა „ატლეტიკოს“ ჭაბუკთა გუნდში. ფოტო გადაიღო 1991/92 წლების პრიმერას ბომბარდირ მანოლოსთან.
41 წლის. მადრიდის „რეალის“ ლეგენდა. კლუბის ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელი.
პეპ გვარდიოლა
15 წლის. მაისური თხოვა „ბარსელონას“ ფეხბურთელ ვიქტორ მუნიოსს თამაშის შემდეგ.
48 წლის. თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. იყო „ბარსელონას“ კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი.
კარლოს ტევესი
14 წლის. ფოტო გადაიღო ხუან რამონ რიკელმესთან, „ბოკა ხუნიორსის“ კუმირთან.
34 წლის. „ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელი. ევროპაში თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, „სიტიში“ და „იუვენტუსში“.
იაგო ასპასი
13 წლის. „სელტას“ მატჩებს სარეკლამო დაფის მიღმა უყურებდა.
31 წლის. „სელტას“ თავდამსხმელი. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.
პატრიკ კლუივერტი
10 წლის. „აიაქსის“ მატჩის წინ მარკო ვან ბასტენთან ფოტო გადაიღო.
42 წლის. კამერუნის ნაკრების მწვრთნელი. ევრო 2000-ის საუკეთესო ბომბარდირი, „აიაქსის“, „მილანის“, „ბარსელონას“ თავდამსხმელი.
ჰარი კეინი
11 წლის. შეხვდა დევიდ ბექჰემს მისი აკადემიის გახსნისას.
25 წლის. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი. ინგლისის ნაკრების კაპიტანი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. დაქორწინებულია გოგონაზე, რომელიც ბექჰემის გვერდით დგას.
ნეიმარი
13 წლის. ფოტო რობინიოსთან, „სანტოსის“ მთავარ ახალგაზრდა ვარსკვლავთან.
27 წლის. პსჟ-ს თავდამსხმელი. ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი ფეხბურთელი.
უეინ რუნი
11 წლის. „ევერტონის“ კაპიტანი დევიდ უოტსონი მოედანზე გაიყვანა „ლივერპულთან“ დერბის წინ.
33 წლის. „დი სი იუნაიტედის“ თავდამსხმელი. ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.
მარიო იკარდი
12 წლის. თამაშობდა „ბარსელონას“ ბავშვთა გუნდში. ავტოგრაფი აიღო კატალონიელთა ფორვარდ მაქსი ლოპესთან.
25 წლის. „ინტერის“ კაპიტანი, სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. გახდა მაქსი ლოპესის მეგობარი, მერე კი ცოლი წაართვა.