LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ტრაგედია და დანაკარგია როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი ერისთვის“ – ქაშვეთის ეკლესიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

328
Untitled design (3)

ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სახალხო არტისტის ხსოვნას პატივს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიაგებენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე ცოტა ხნის წინ მივიდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. როგორც კასიანოვმა აღნიშნა, ვახტანგ კიკაბიძე დიდი დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის:

„ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის ერთგული მხარდამჭერი იყო. იყო პრინციპული კაცი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ის იყო უკრაინის კარგი მეგობარი, იყო ადამიანი, რომელიც მუდამ მხარს უჭერდა უკრაინას.

დეკემბრის დასასრულს მას პირადად შევხვდი. ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენმა ჯარისკაცებმა მას ვიდეოს მეშვეობით ყველაზე რთული ფრონტის ხაზიდან მიმართეს. მე შევეცადე მასთან პოზიტიურ საკითხებზე მესაუბრა და ვუთხარი, ბატონო ვახტანგ, ჩვენ გვჭირდება თქვენი ჯანმრთელად ყოფნა, რადგან ჩვენ გვჭირდება, გამარჯვების კონცერტის დაგეგმვა. უკრაინის გამარჯვების აღსანიშნავი კონცერტი მარიუპოლში 2023 წელს. მან გაიცინა, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და თქვა – „ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

ბუბა კიკაბიძე ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება და მილიონობით უკრაინელი გაიხსენებს მას, როგორც ნამდვილ ადამიანს, როგორც ნამდვილ ნიჭიერ ადამიანს და უკრაინის ერთგულ მეგობარს. ჩვენი, ყველა უკრაინელის მოვალეობაა, გვახსოვდეს ის, შევინახოთ მისი სახელი ჩვენს გულებში და მოვუყვეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს თაობებს ამ უზარმაზარი ადამიანის შესახებ, უკრაინელი ხალხის, უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ.

ეს არის დიდი ტრაგედია და დანაკარგი როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი ერისთვის. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ეს უზარმაზარი ადამიანი“, – განაცხადა კასიანოვმა.

ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა მომღერალი მერაბ სეფაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბუბა კიკაბიძემ შექმნა ეპოქა, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება:

„მახსენდება სითბო და სიყვარული, რომელსაც ის მუდამ გულით ატარებდა, პირველ რიგში, თავისი, უბრალო ხალხის მიმართ და შემდეგ თავისი ქვეყნის მიმართ. მან ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, აქ არ არის საუბარი 1, 5 და 15 წელზე, საუბარია მთელს ეპოქაზე, რომელიც მან შექმნა – ეს დარჩება მუდამ, ეს არასდროს წაიშლება. გადავიდვართ სხვა ეპოქაში, მაგრამ აქაც თანმდევი იქნება ჩვენი ბუბა“, – თქვა მერაბ სეფაშვილმა.

ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე ცოტა ხნის წინ მივიდა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც.

შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „სოფიკო იქ არის, დანელია იქ არის, მე რომ ჩავალ, მეორე სერიას გადავიღებთ, ალბათ“ – ამონარიდი ბუბა კიკაბიძის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუდან

გია როინიშვილი: „არ იდარდოს“ ვუყურებ… ახლა ყველა ერთად არიან, ერთად!..“

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში და დიდი სურვილი აქვს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს: გიული ალასანია

ბუბას ეპოქა დამთავრდა – როგორ ემშვიდობება ნანი ბრეგვაძე გარდაცვლილ ლეგენდას

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

 

ფოტოები სლაიდერზე: IPN  „TV პირველი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები