„დიდი შვიდეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 19,8 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მეტ ფინანსურ დახმარებას გაიღებენ.
„2022 წელს ჩვენ მოვახდინეთ 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორისაა 9,5 მილიარდი აშშ დოლარის ვალდებულებები, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაფაროს თავისი ფინანსური ხარვეზი და გააგრძელოს უკრაინელი ხალხისთვის ძირითადი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად”, – ნათქვამია “დიდი შვიდეულის” განცხადებაში.