LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი შვიდეული” მზად არის, პუტინი არჩეული ომის გამო, პასუხისგებაში მისცეს: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

75
ენტონი ბლინკენი

,,დიდი შვიდეული” მზად არის, პუტინი, არჩეული ომის გამო, პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.

,,დიდი შვიდეული” მზად არის, პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული ომის გამო, პასუხისგებაში მისცეს და ასევე უზრუნველყოს, უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მარცხი”, – წერს სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში.

ბლინკენმა კიდევ ერთ „ტვიტში“უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

,,აშშ და ნატო-ს მოკავშირეები ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას აგრძელებენ და პრეზიდენტ პუტინს, უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი ომის გამო, პასუხისგებაში მისცემენ. ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ისევე როგორც პარტნიორების, რომლებიც ასევე დაზარალდნენ რუსეთის ქმედებებით”, – წერს ბლინკენი.