LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შეთანხმება თურქეთში: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით დღეს ხელშეკრულება გაფორმდება

198
61e9016f9fa6d

უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს თურქეთში ხელს მოაწერენ.

Guardian-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისმა განაცხადა, რომ გასულ კვირას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა ზოგადი შეთანხმება გაერო-ს გეგმაზე და რომ ამ შეთანხმებას მხარეები ოფიციალურად დოლმაბაჰჩეს სასახლის ოფისში პარასკევს მოაწერენ ხელს.

შეგახსენებთ, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებულია. ათობით ხომალდი და დაახლოებით, 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესის პორტშია ჩარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები